საია გამოთქვამს მზადყოფნას, უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად  დაზარალებულებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უსამძიმრებს თბილისში, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს. საია იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიან შესწავლას და სათანადო გამოძიების ჩატარებას. „საია“ გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო