ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა სიის საკითხზე „ევროპულ საქართველოს" წევრებს ხვდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საპარლამენტო უმცირესობას, "ევროპულ საქართველოს" წევრებს ხვდებიან. შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ისაუბრებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის საკითხზე, არამოსამართლე წევრების მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებაზე, რიმელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას გულისხმობს. ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ წინადადებათა პაკეტს, რომელიც ასევე უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას გულისხმობს.

როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ის და ნაზი ჯანეზაშვილი მზად არიან შეხვდნენ პარლამენტის ყველა ფრაქციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით.

„მივესალმებით ყველა წინადადებას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება დაიცლება „კლანის“ გავლენისგან და ვერ შეძლებს უვადოდ „ჩაიცემენტოს“ თავი ჩვენს მართლმსაჯულებაში. ამ მხრივ ყველა წინადადება, რომელსაც ამ მიზნისკენ მივყავართ ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ მზად ვართ, სწორედ ამიტომ „ევროპულ საქართველოს" თუ ყველა ფრაქციას, რომელიც პარლამენტშია ვესაუბროთ და ვითანამშრომლოთ იმ მიზნით, რომ ე.წ კლანის საცეცები ნელ-ნელა მოვაცილოთ ჩვენს მართლმსაჯულებას", - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება კითხვას, გეგმავენ თუ არა არამოსამართლე წევრები უმრავლეობის წევრებთან შეხვედრას, ანა დოლიძე ამბობს, რომ თუ შეხვედრის თაობაზე უმრავლესობა სურვილს გამოთქვამს, ამისთვის არამოსამართლე წევრები მზად არიან.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ღვიძავს, იმიტომ, რომ ორი წელია ყოველ ორშაბათს,მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვაყენებთ იმ საკითხს, რომ ე.წ. კლანი სასამართლო ხელისუფლებას ნელ-ნელა ხელში იგდებს და უზურპირებას უკეთებს. როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა იღვიძებს უმრავლესობა, აპირებს, რომ ცოტა ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. თუ იქნება ინტერესი უმრავლესობისგან, რომ საბოლოო ჯამში მოისმინოს გულწრფელი აზრი,რა დღეში ჩააგდო მან სასამართლო ხელისუფლება,ბუნებრივია, ამისთვის მზად ვართ",- განაცხადა დილიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა