საბურთალოს გამგებლის ინფორმაციით, კორპუსის, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, მდგრადობასთან დაკავშირებით მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა საღამოს იქნება

საბურთალოს რაიონის გამგებლის გაიოზ ვასაძის განცხადებით, კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა საღამოს იქნება მზად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე განუცხადა, სადაც გუშინ საცხოვრებელ სახლში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მუნიციპალური ლაბორატორია მუშაობს კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით, რათა ჩვენ დარწმუნებით ვიცოდეთ, რომ მოსახლეობის შეყვანის შემდეგ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ამ წუთებისთვის 31 ადამიანი გვყავს გადაყვანილი სასტუმროებში, ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველანაირი საკვებით. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ალტერნატიული ფართი არ აქვთ. გუშინ პირადი ნივთები 46 ოჯახის წევრმა გამოიტანა. დღეს ეს პროცესი გაგრძელდება. საღამოსკენ გვეცოდინება ლაბორატორიის დასკვნები და ამის შემდეგ დაიგეგმება სხვა ღონისძიებები", - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო