გიორგი მშვენიერაძე - იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები უნდა  წავიდნენ და სასამართლოს მისცენ საშუალება  დაკოპლექტდეს კვალიფიციური ადამიანებით

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უნდა წავიდნენ სასამართლო ხელისუფლებიდან და მისცენ სასამართლოს საშუალება დაკოპლექტდეს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელმა, უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა.

როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს ადამიანებით, რომლებიც კანონს დაიცავენ, ადამიანებით, რომლებიც პატივს სცემენ საზოგადოებას, კონსტიტუციას.

"კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობა კოალიციაში ჯერ კიდევ გრძელდება. ხვალ გვაქვს ვადა, როდესაც საქართველოს პარლამენტს უნდა წარვუდგინოთ ჩვენი შეფასებები და მოსაზრებები. ჩვენი პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მნიშვნელოვანია ეკა ბესელიასგან მოვისმინოთ პირადად ის პროცესები, რომელიც მიდიოდა კულისებში და უკავშირდებოდა უზენაეს სასამართლოში ამ 10 ადამიანის სიის გატანას დეკემბერშივე. რომელიც თავიდან იქნა აცილებული როგორც პარლამენტის წევრთა ნაწილის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილისა და ჩვენი აქტიური ქმედებებით. მნიშვნელოვანია ორი რამ: არსებობდეს პრინციპები, კრუტერიუმები და პროცედურები, რომელთა შესაბამისობაში მოხდება ნომინირება ახალი კანდიდატების. და მეორე, პრინციპულად მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ კეთლსინდისიერების კრიზისი რადგანაც თავად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ვგულისხმობ, წავიდნენ სასამართლო ხელისუფლებიდნ და მისცენ სასამართლოს საშუალება დაკომპლექტდეს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანებით. ადამიანებით, რომლებიც კანონს დაიცავენ, ადამიანებით, რომლებიც პატივს სცემენ საზოგადოებას, კონსტიტუციას და ჯიბიდან ამოღებული ნაგლეჯ ფურცელზე დაწერილი სიით არ გააკეთებენ ნომინირებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების",- განაცხადა მშვენიერაძემ.

ამ წუთებში პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ხვდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა