დავით ჭიჭინაძე - თუ ვიღაცას საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა, მისამართი აერია

თუ ვიღაცას საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა, მისამართი აერია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ეს ქვეყანა არასდროს მიიღებს „ვიღაც ერთი კაცის სასამართლოს“.

„ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკურ ძალაზე. სასამართლო არის ყველას ინტერესში. ამიტომ, გამოყვება თუ არა ეკა ბესელიას უმრავლესობა ამ პროცესში, ვფიქრობ, საკუთარ რეპუტაციას საკმაოდ დააზიანებს, თუ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელია.

ჩვენ ვხედავთ, რომ უმრავლესობას თავიანთ დამსახურებად მიაჩნია ამ სიის გაწვევა. შესაბამისად, რა განცხადებებიც კეთდება, ხვდებიან, რომ ნაბიჯი იყო არასწორი, აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, გაასწორებენ ამ შეცდომას", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა