„ევროპული საქართველოს" წევრები მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან

„ევროპული საქართველოს" წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას და მოსამართლეთა შერჩევის პრინციპს ეხება.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათკაციანი სია. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

როგორც ცნობილია, არასამთავრობო სექტორი და ცალკეული პოლიტიკოსები ამ სიის უკან გაწვევას ითხოვს. პარლამენტმა კი სიის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს