დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

შპს „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული კლინიკის მენეჯერმა ეკა გუგეშაშვილმა განუცხადა, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.

„წუხელ, შემოყვანის დროს ერთ ბავშვს საოპერაციოში გადაუსხეს სისხლი, ასევე დილას, გამთენიისას დასჭირდა სისხლის გადასხმა. საუბარია, იაშვილის კლინიკაში მოთავსებულ ბავშვზე. „იმედის კლინიკაში“ მოთავსებული ბავშვი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მაგრამ მანამდე სისხლი მასაც გადაუსხეს. მოვუწოდებთ მოსახლეობას - სისხლის გაღებისკენ, რომ მარაგი ცოტა გავზარდოთ, არ ვიცით რაში დაგვჭირდება. დღეისათვის მარაგის რაოდენობა მინიმუმამდეა“, - აცხადებენ შპს „სისხლის ბანკში“, რომელიც ლუბლიანას ქ.#2/6-ში მდებარეობს.

იხილეთ ვიდეო: "სისხლის ბანკი" მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს - სერგეენკო: "სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს"

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის