ეკა ბესელიას ინფორმაციით, ერთი პროექტი იქნება, რომელსაც „მხარს ყველა დაუჭერს, იმ ადამიანების გარდა, ვინც მოსამართლეთა სია დაწერა“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, იქნება ერთი პროექტი, რომელსაც მხარს ყველა დაუჭერს, იმ ადამიანების გარდა, ვინც ეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სია დაწერა და ვინც იმ სიას ემხრობოდა. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის გაგრძელება აუცილებელია.

„ყველას, ვისაც ამ დღეების განმავლობაში ვხვდებით, აბსოლუტურად არავის აქვს განსხვავებული პოზიცია ამ პროცესის საჭიროებასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ყველა გვეთანხმება, რომ საჭიროა მართლმსაჯულების რეფორმის პროცესის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე საკითხის რეალიზება. ეს ეხება როგორ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას უზადოდ, მაღალი სტანდარტით და ისეთი მოსამართლეების, რომელთა მიმართ საზოგადოებას ექნება ნდობა, ასევე ეს გულისხმობს რეფორმის ბოლომდე მიყვანას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოწესრიგებას. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა ვიმუშაოთ როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პროცესში ამ რეფორმის ბოლომდე მისაყვანად.

რეფორმის გაგრძელების საჭიროებას ხედავს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ხელისუფლების სამივე შტო და არასამთავრობო სექტორი. დღეს ვთქვით და ყველა დაგვეთანხმა, რომ ცალ-ცალკე წინადადებები კი არ იქნება, იქნება ერთი პროექტი, რომელსაც მხარს ყველა დაუჭერს. ამაში ვგულისხმობ ყველას, იმ ადამიანების გარდა, ვინც ეს სია დაწერა და მას ემხრობოდა. დარწმუნებული ვარ, ამათ გარდა ყველა იქნება ერთ პოზიციაზე და გვექნება ერთი ვერსია პროექტის, რაც გააიოლებს პარლამენტში მოგროვდეს დეპუტატების საკმარისი რაოდენობა, რომლებსაც ამ პოზიციას გავაცნობთ და გავუზიარებთ“, - განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ განმარტა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ წარდგენილი ცალკე წინადადება ვერ იქნება როგორც კანონპროექტი, ამიტომ არ იქნება ცალ-ცალკე ვერსიები.

„იქნება ერთი ვერსია ყველა იმ პირის თუ ჯგუფის სახელით, ვინც მხარს არ უჭერს იმ 10 კაციან სიას, თუ პროცესს, რომელიც იყო წარმართული. თუ ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერდა 10-კაციან სიას წარადგენს სხვა ვერსიას, დარწმუნებული ვარ, ყველა დანარჩენის პოზიცია იქნება ერთი ვერსიის მიმართ კონსოლიდირებული",- განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა