დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპული 4 ადამიანიდან სამი - ერთი ოჯახის წევრია, მეოთხე კი კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაღუპული 4 ადამიანიდან სამი - ერთი ოჯახის წევრია. მეექვსე სართულზე აფეთქების დროს ადგილზე დაიღუპნენ მინდია ფირალიშვილის მეუღლე ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო, რომელიც სტუმრად იყო მისული.

რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, ის ახალგაზრდა მამაკაცი, ლევან დავლაძეა. იგი იმ საბედისწერო დღეს ამ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ kvirispalitra.ge წერს.

არსებული ინფორმაციით, ლევან დავლაძე მეგობრის ბინაში გასაღების ასაღებად აბრუნდა, რომელიც მასთან დარჩა. „ეტყობა ბინის კარი გააღო და ამ დროს მოხდა აფეთქებაც. წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი მეექვსე სართულიდან ძირს გადმოაგდო და შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, -აცხადებენ მეზობლები.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. დაშავებულები კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ვიდეო:იდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპული 4 ადამიანიდან სამი - ერთი ოჯახის წევრია, მეოთხე კი კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა