ეკა გიგაური - „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი“ პარლამენტს ინსტრუქციას აძლევს

სასამართლო სისტემაში არსებული „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი“ აძლევს ინსტრუქციას საქართველოს პარლამენტს და მზად არის ხელში ჩაიგდოს უზენაესი სასამართლო, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, სასამართლო სისტემიდან უნდა წავიდეს „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი“, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩართულები უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში და სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულშიც ჩართულები იყვნენ.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ სასამართლოს მეოთხე ტალღის რეფორმას და თითოეული ამ ტალღის განხილვაში ჩვენ ვიყავით ჩართული, თუმცა, ვხედავთ, რომ არც ერთ რეგულაციას აზრი არ ჰქონია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კვლავაც გვყავს კლანი სასამართლო სისტემაში და ეს „კლანი“ არის მართული ჩინჩალაძის და მურუსიძის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა გაუმჯობესებული იყო, ეს „კლანი“ მაინც ძლიერდებოდა და დღეს ფაქტიურად, ეს „კლანი“ აძლევს ინსტრუქციას საქართველოს პარლამენტს და მზად არის ხელში ჩაიგდოს უზენაესი სასამართლო. ამ პირობებში, ცხადია, მთავარი გამოსავალი არის ის, რომ სასამართლო სისტემიდან წავიდეს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩართულები უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში, იყვნენ ჩართულები სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულშიც, შესაბამისად, ამ ადამიანებმა არ შეიძლება რაიმე კარგი გაუკეთონ ჩვენს სასამართლო სისტემას. ამ ადამიანების იქ ყოფნით ჩვენ ვერ მივაღწევთ იმას, რომ საზოგადოებას ექნება მაღალი ნდობა სასამართლოსთან მიმართებაში. მთავარი არის დღეს საზოგადოების აქტიურობა იმისთვის, რომ ზეწოლა მოვახდინოთ ამ ადამიანებზე და იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მათ აძლიერებენ. ასეთი ადამიანები არიან დღეს პარლამენტშიც და ცხადია, ჩვენ ვიცით ამ ადამიანების გვარები და სახელები. მნიშვნელოვანია, ეს ხალხი წავიდეს სასამართლო სისტემიდან და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. ეს სახელი კი არის ის, რომ სასამართლო დღეს მართულია „კლანის“ მიერ და ეს „კლანი“ უნდა წავიდეს",- განაცხადა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა