ნაზი ჯანეზაშვილი - მუშაობას გავაგრძელებთ, რომ დავიზღვიოთ თავი ჩინჩალაძის მეგობრების თუ მისი ჯგუფის წევრების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოხვედრისგან

მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი მიხეილ ჩინჩალაძის მეგობრების თუ მისი ჯგუფის წევრების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოხვედრისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა „ევროპული საქართველოს" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ჯანეზაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უზენაეს სასამართლოში არ მოხვდეს ჩინჩალაძის ე.წ.კლანი. როგორც მან აღნიშნა, მან და ანა დოლიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან ამ პრობლემის გადაჭრაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ იმ პროექტებზე და იმ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელზეც ვიმუშავეთ მე და ანა დოლიძემ და ასევე „ევროპულმა საქართველომ“. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პოზიციები შეჯერდეს და მოსაზრებები გავცვალოთ, რადგან საერთო ჯამში ვთანხმდებით რამდენიმე ძირითად პრინციპზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატურები უნდა შეარჩიოს ღია პროცესით. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეული კანდიდატები შევიდნენ სისტემაში. შევჯერდით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია მოსამართლე წევრების გარდა, ჩვენც, არამოსამართლე წევრებს გვქონდეს როლი, რომელიც კანდიდატურების დასახელების შესაძლებლობას გულისხმობს. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ პარლამენტს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რომ ღირსეული კანდიდატები შეარჩიოს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო