ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„თბილისში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების ჩანაწერში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს