პატრიარქი დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

„აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი“, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

„გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდ დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია.

მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა თანამდგომი უნდა განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით, შეცვლილი სახით აგრძელებენ ცხოვრებას, ახლა უკვე მარადიულ წარუვალ სამყაროში, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ.

აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. დაშავებულები კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

იხილეთ ვიდეო: "ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია" - პატრიარქის სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებისადმი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა