ევროკავშირი მართლმსაჯულების სფეროში მთავრობის მიღწევებს მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება მართლმსაჯულების სფეროში მთავრობის მიღწევებს, თუმცა რამდენიმე მიზანი მიღწეული არ იყო. კერძოდ, არასრულწლოვან და ახალგაზრდა დამნაშავეთათვის არ აშენებულა ციხის ახალი შენობა,- ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვი, რომელიც დღეს მედიას ელჩმა კარლ ჰარცელმა წარუდგინა.

„მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირი მიესალმება მთავრობის შემდეგ მიღწევებს 2017 წელს: მოქალაქეთათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის 10%-ით გაუმჯობესება დაფინანსების გაზრდის საშუალებით, ხოლო სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციართა რაოდენობის 22% -ით გაზრდა; ბავშვთა მიმართ უფრო კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სისტემის შემუშავება, დანაშაულის პირველად ჩამდენი პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოსწორებითი ზემოქმედების ალტერნატიული სახეობებით შეცვლის მაღალი პროცენტი (64%), არასრულწლოვანთა წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლის 24%-ით შემცირება; ევროპის ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან დაახლოება, 13.4% -ით წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლის შემცირება სრულწლოვნებისთვის (ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამოკლებით) და საპროკურორო საბჭოსა და პროკურატურაში საკონსულტაციო ორგანოს შექმნა; ციხეებში პირობების გაუმჯობესება ყველა ციხეში რისკებისა და საჭიროებების შეფასების გზით, პროფესიული განათლების პროგრამებში მონაწილეთა (893) ოდენობის შენარჩუნება, ციხეში სიკვდილიანობისა და დაავადებების გადაცემის მაჩვენებლების შემცირება, ასევე გაუმჯობესებული შემოწმებები და პატიმრებისთვის გათავისუფლების წინ მოქმედი მექანიზმის გამოყენება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

თუმცა ევროკავშირი აღნიშნავს, რომ რამდენიმე მიზანი მიღწეული არ იყო, მათ შორის საუბარია იამზე, რომ არასრულწლოვან და ახალგაზრდა დამნაშავეთათვის არ აშენებულა ციხის ახალი შენობა, არ დანერგილა დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიების მიზნით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს