დიმიტრი ხუნდაძე - მთავარია დადგინდეს მიზეზი, რა არის გამომწვევი მიზეზი დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების  და ანალიზის შემდეგ დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები

პარლამენტის უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საჭიროა დადგინდეს ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტების გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი ქმედებები დაიგეგმოს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, შენობის ჩაბარების, საჭიროებების გადაკონტროლების და დაზღვევის მიზნით. ამის შესახებ ხუნდაძემ ჟურნალისტებს დიდ დიღომში წუხელ მომხდარი აფეთქების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ფაქტების ანალიზის შემდეგ უნდა დაიგეგმოს პრობლემის გადაჭრის გზა.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდართან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, მთლიანად საქართველოს. ეს ფაქტი განსაკუთრებით მძიმეა. რადგან გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი და ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი. ვიმედოვნებ ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. იმედი მაქვს, უსწრაფესად იქნება შესწავლილი და გამოვლენილი მიზეზები. ზოგადად, იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ ხდებოდეს, საჭიროა ასეთი ფაქტების გამომწვევი მიზეზები დადგინდეს და შესაბამისი ქმედებები დავგეგმოთ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, შენობის ჩაბარების, საჭიროებების გადაკონტროლების და დაზღვევის მიზნით, ეს იქნება ზედამხედველობის მხარე თუ უწყებრივი. ვფიქრობ, საჭიროა ანალიზი.

თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც ზემაღალი უსაფრთხოების ნორმებია, მაგრამ ასეთი ფაქტები ხდება. მთავარია დადგინდეს მიზეზი, რა არის გამომწვევი და ანალიზის შემდეგ დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები",- განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. დაშავებულები კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო