ოთარ კახიძის განცხადებით, „ევროპული საქართველო" და არასამთავრობოები თანხმდებიან, რომ მოსამართლეთა ათკაციანი სია პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, „ევროპული საქართველო" და არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათკაციანი სია პარლამენტიდან უნდა იქნას გაწვეული და შემუშავდეს ისეთი კრიტერიუმები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამჭვირვალედ არჩევას უზრუნველყოფს.

როგორც კახიძემ მესამე სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე შეხვედრა არასამთავრობოებთან მომავალშიც გაიმართება.

„ევროპულ საქართველოს", არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან ბევრ საკითხზე იდენტური ხედვა აქვს, იმაზე თუ რა არის გამოსასწორებელი სასამართლო სისტემაში, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ ვითარების გასაუმჯობესებლად. კერძოდ, ეს ეხება სიის უკან გაწვევას, კრიტერიუმების და პროცედურების შემუშავებას, რომ არ იყოს ჩაკეტილი და სასამართლოს ეს მმართველი "კლანი"თავიდან ბოლომდე არ მართავდეს პროცესს. ჩვენ კონსულტაციების შემდგომ რაუნდებს გავაგრძელებთ და საბოლოოდ შევჯერდებით ერთ პოზიციაზე, რასაც შემდგომში წარვუდგენთ, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ისე პარლამენტს", - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა