ევროკავშირმა ანაკლიის პორტის 233 მილიონი ევროთი დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" განვითარებას ეხება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზის ფინანსირებაზე 233 მილიონი ევრო არის მითითებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის პორტიდან აცნობეს, პროექტში აღნიშნულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მიმავალი სარკინიგზო და ავტომაგისტრალის მშენებლობაც, რაზეც 100 მილიონი ევრო არის მითითებული.

„საკრედიტო დაფინანსება ევროკავშირის ახალი პროექტის “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ფარგლებში მოხდება, რის შესახებაც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არის აღნიშნული. პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოს 6 ქვეყანაში - უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უმთავრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ღირებულება 12.8 მილიარდი ევრო იქნება. ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტში შედის 4800 კილომეტრის საგზაო მაგისტრალის აშენება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 პორტის პროექტის განვითარება და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა. პროექტების განვითარების ორი ფაზა არსებობს, მათი ნაწილი 2020 წლისთვის, ხოლო მეორე ნაწილი კი 2030 წლისთვის უნდა იყოს განხორციელებული. “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ფარგლებში საქართველოში 10-ზე მეტი პროექტია გათვალისწინებული. ამ პროექტების ნაწილი ჯერ პროექტირების წინარე ფაზაში იმყოფება და მათ დაფინანსებაზე საბოლოო ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზა - 233 მილიონი ევრო, პარტნიორობის ტიპი PPP; სარკინიგზო მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე - 100 მილიონი ევრო; ჩუმათელეთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობა - 1 მილიარდი ევრო; გრიგოლეთი-ფოთის ხიდის მშენებლობა - 25 მილიონი ევრო; გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობა - 101 მილიონი ევრო; ბათუმის შემოვლითი გზა - 115 მილიონი ევრო; ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი - 61 მილიონი ევრო; რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალი - 115 მილიონი ევრო; ალგეთი-სადახლოს პროექტი - 90 მილიონი ევრო; სადახლოს მეგობრობის ხიდი - 6 მილიონი ევრო. საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შემუშავდა.

აღნიშნული ინვესტიციები მოიცავს როგორც მოკლევადიანი პროექტების განხორციელებას 2020 წლისთვის, ასევე გრძელვადიან პროექტებს, რომელთა დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო სისტემის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის დასრულება ერთობლივი ვალდებულებაა, უზრუნველყოს რეგიონის მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს