18 იანვარს, პირველი რეგულარული ავიარეისი ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით შესრულდება

18 იანვარს, თურქეთის ავიახაზების (Turkish Airlines) მიერ პირველი რეგულარული ავიარეისი ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით შესრულდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო გახსნა ანკარისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში მოეწყობა.

„გახსნის საზეიმო ცერემონიას მაღალი დონის სტუმრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან ანკარაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი.

ზემოაღნიშნული პირველი რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ანკარაში საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შესრულდება პირდაპირი ავიამიმოსვლა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურის მიმართულებებით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა