ევროკავშირის ელჩი საქართველოში - იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი არჩევნებიდან დასკვნები იქნება გამოტანილი

იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი არჩევნებიდან დასკვნები იქნება გამოტანილი და დავინახავთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ეს შეცდომები და ნაკლოვანებები გამოსწორდეს,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა.

როგორც ჰარცელი აღნიშნავს, არჩევნების დროს გამოჩნდა, რომ მედია პოლარიზებულია.

„როდესაც ვსაუბრობთ მედიალანდშაფტზე ამ ქვეყანაში, ამაზე მე ადრეც ვისაუბრე საარჩევნო კამპანიის დროსაც, ჩვენ რაც ვნახეთ და რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმაც დაინახეს, არის ის, რომ ძალიან პოლარიზებული მედია გარემოა და პოლიტიკურადაც რა თქმა უნდა, პოლარიზებული გარემოა ზოგადად. ამ არჩევნებზე ეს კარგად გამოჩნდა. ვფიქრობ, კარგი და ჯანსაღი მიდგომა იქნებოდა, რომ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, ანუ იყოს მაღალი დონის ჟურნალისტიკა და ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება სურვილი, რომ საქართველოს ამ მხრივ დავეხმაროთ, რადგან პლურალიზმი ერთი საკითხია და დავინახეთ, რომ მედიაში გამოიხატება სხვადასხვა შეხედულებები. სხვადახვა აზრი გამოითქმება თავისუფლად, მაგრამ არის შესაძლებლობები, რომ დავინახოთ რაღაც შუალედი, განსაკუთრებით ეს ეხება კრიტიკულ მედიას.

იმედი გვაქვს, რომ დასკვნები იქნება გამოტანილი. იმედია, დავინახავთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ეს შეცდომები და ნაკლოვანებები იყოს გამოსწორებული. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოსწორდეს",- განაცხადა ჰარცელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა