Nexia TA საგადასახადო დავებში თქვენი უფლებების დასაცავად სოციალურ პროექტს იწყებს

„ნექსია ინთერნეიშენალის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, „ნექსია თიეი“ დღეიდან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ყველა კომპანია, რომლებსაც საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განუხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, მიეცემა შესაძლებლობა - ერთ ლარად მიიღონ „ნექსია თიეი“-ს მაღალკვალიფიციური მომსახურება და დაიცვან თავიანთი უფლებები შესაბამის ინსტანციებში.

„პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთაც არასამართლიანად დაეკისრათ საგადასახადო ჯარიმა და ამასთანავე არ გააჩნიათ სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსი აწარმოონ საგადადასახადო დავები და მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება.

პროექტში ჩასართავად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა“, - აცხადებენ კომპანიაში.

პროექტში ჩასართავად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული კითხვები ან მიმართეთ კომპანიას ნომერზე: 25 606 25

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო