ადვოკატი - დიდი ალბათობით, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ცდილობს პასუხისმგებლობა სამშენებლო კომპანიაზე გადატყდეს

დიდი ალბათობით, „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ცდილობს პასუხისმგებლობა სამშენებლო კომპანიაზე გადატყდეს, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ლექსო კობაიძემ დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებასთან ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გარკვევის პროცესში ვართ. რაც შეეხება ექსპლუატაციას, არც ერთი კორპუსი არ არის შესული ექსპლუატაციაში დღესდღეობით თბილისში. უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ გამოკითხვაზე შესვლამდე.

დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში სამშენებლო კომპანიის „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელის გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა მიმდინარეობს. „ელ ჯგუფი“ ის კომპანიაა, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა.

იხილეთ ვიდეო: მომხდარ ტრაგედიაზე სამშენებლო კომპანია პასუხისმგებლობას "ყაზტრანსგაზს" აკისრებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს