აკაკი ზოიძე - ძალიან სამწუხაროა, რომ Freedom House თანამშრომლებს საშუალებას აძლევს ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით შეაფასონ

ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც Freedom House-ია, თავის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა თუ ცალკეული მოვლენები სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით შეაფასონ, - აღნიშნული განცხადება დღეს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ზიოძემ გააკეთა.

“გვახსოვს, შარშან სააკაშვილის და მისი სისტემური დანაშაულის შემოქმედი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ განაჩენები და ბრალდებები შეფასდა, როგორც პოლიტიკური ვენდეტა, თუმცა საუბარი იყო მაგალითად, გირგვლიანის საქმეზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო - ადამიანის უფლებათა საუკეთესო სტანდარტებზე დაყრდნობით. ვფიქრობ, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ დარჩა კითხვის ნიშანი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ანალოგიურად, საუბარი იყო ტენდენციურ შეფასებებზე, რომელიც ეხებოდა მიწისქვეშა სადგომის გადაცემას თითქოს შეღავათიან ფასად; თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ხელისუფლების რუპორი და ასე შემდეგ. არის მკვეთრად სუბიექტური შეფასებები. ადამიანს სრული უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ეს აზრი არ უნდა გამოცხადდეს დემოკრატიის სტანდარტად და ეს აზრი არ უნდა იყოს გადმოცემული ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებებში, როგორიც “Freedom House”-ია, რომელსაც ბევრი ადამიანი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აკვირდება“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა