საქართველომ ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში -"Ferien-Messe 2019" მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს“, ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე საქართველოდან 10 კომპანია იყო წარმოდგენილი.

„გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. სტუმრებისთვის გაიმართა სხვადასხვა სახის ქართული ღვინის დეგუსტაცია, მოეწყო საქართველოს შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო კურორტებით და ქართული სამზარეულოთი.

ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "Ferien-Messe 2019" მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან 800 კომპანია იყო წარმოდგენილი.

ავსტრიელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართულებით სულ უფრო იზრდება. სტატისტიკური მონაცემებით 2018 წელს საქართველოში ავსტრიიდან 10 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.%-ით მეტია“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს