„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს, ხოლო 20%-იან ფასდაკლებას VARTA-ს ბრენდის აკუმულატორებზე, ანტიფრიზებზე, სონაქსის ბრენდის მინის სითხეებსა და მინის მწმენდებზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სააქციო პროდუქტების გარდა, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ თეგეტა მოტორსში წარმოდგენილ სხვა ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იანი ქეშბექ აქციით და გადახდილი თანხის 20% დაუბრუნდებათ „თეგეტა ქარდზე“.

„ამასთანავე ნებისმიერი მომხმარებელი მიიღებს უსასრულო გარანტიას ბრიჯსტოუნის ზამთრის საბურავებზე, ხოლო აკუმულატორის შეძენისას უფასო მონტაჟის სერვისს.

აქციები მოქმედებს 31 იანვრის ჩათვლით თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. „თეგეტა ქარდზე“ დარიცხული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ თეგეტას ბრენდირებული აქსესუარების, ინსტრუმენტების, ავტომობილის მოვლის საშუალებების და ნებისმიერი დასახელების პროდუქტის შესაძენად თეგეტას ქსელში 31 მარტის ჩათვლით.

თეგეტა გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ისე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით 032 226 44 44“, - აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა