ადვოკატი - სამწუხაროდ, პოლიცია არ მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეალურად მომხდარზე ბრალდებული პირი გამოიკვეთოს

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჭანტურიამ დიდ დიღომში პოლიციის მეოთხე განყოფილება რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

გიორგი ჭანტურიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ჭანტურიასთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა მისი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამწუხაროდ, პოლიცია არ მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეალურად მომხდარზე ბრალდებული პირი გამოიკვეთოს.

„გიორგი ჭანტურიას მიმართ ისეთი კითხვები დაისვა, რომ პოლიციის მიზანია, სამწუხაროდ, დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე. ძალიან ცუდია, როდესაც ბრალეულობა რა მიმართულებითაც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ მიმართულებით არ მიდის გამოძიება. “ყაზტრანსგაზს” ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა და ჩვენ მოსახლეობის სახელით მოვამზადებთ სარჩელს და მოვთხოვთ კომპანიას ზარალის ანაზღაურებას. გიორგი ჭანტურიას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, თუმცა, გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა ალექსანდე კობაიძემ.

ამასთან, გიორგი ჭანტურიას ადვოკატამა აღნიშნა, რომ ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს