ადვოკატი - გიორგი ადუაშვილმა შეიძლება შემდეგში ჩვენებაც მისცეს და განმარტოს, თუ რა მოხდა

გიორგი ადუაშვილმა შეიძლება შემდეგში ჩვენებაც მისცეს და განმარტოს, თუ რა მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული გიორგი ადუაშვილის ადვოკატმა, ზაზა მესხმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი და თავს დამნაშავედ არ სცნობს.

„ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და ასევე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით წარედგინა. ის წარდგენილ ბრალდებას გაეცნო, ხელი მოაწერა, მაგრამ თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამჟამად კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს", - აცხადებს მესხი.

ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდებული მხოლოდ ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას.

"ჯერ კიდევ ნარკოზის ქვეშ იმყოფება, ალბათ, ხვალ იქნება სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. შეიძლება შემდეგში ჩვენებაც მისცეს და განმარტოს, თუ რა მოხდა.

მტკიცებულებების ასლები ჩაგვბარდა, საქმე საკმაოდ მოცულობითია, გავეცნობით და შემდეგ მოგახსენებთ თუ რა მტკიცებულებები აქვს მოპოვებული გამოძიებას და რის საფუძველზე წარედგინა მას ბრალი.

მე ვიცი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის დაჭრილი, მას 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. კუჭავას რა ჭრილობა, ვის მიერ აქვს მიყენებული, არ ვიცი. როგორც ჩემთვის ცნობილია, მათ კონფლიქტი არ ჰქონდათ", -დასძენს ადვოკატი.

გიორგი ადუაშვილს ბრალი რამდენიმე წუთის წინ, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუმარტეს.

ბრალის წარდგენის შემდეგ საავადმყოფოდან გამოსულ გამომძიებელს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა