ანონსი 18 იანვარი

18 იანვარს, 10:00 საათზე, თბილისის მერიაში კახა კალაძის ბრიფინგი გაიმართება.

18 იანვარს, 10:00 საათზე, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

18 იანვარს, 10:30 საათზე, დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები, მათი ადვოკატი და დაზარალებულები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია, მიზეზები და თანამშრომლობა სამართალდამცველებთან.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

18 იანვარს, 10:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საფუძველი ჩაეყრება განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის მშენებლობას. კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიღებს.

მის.: დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრი

18 იანვარს, 11:00 საათზე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია; მოსამართლეების თემა და სისტემის წმენდის მთავარი მოთხოვნა; მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

18 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით აქტივობას - ,,იცოდე მეტი გრიპის შესახებ“ გამართავენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ვირუსთან დაკავშირებული ინსტრუქციები და რეკომენდაციები. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დარიგდება გრიპის ვირუსის პრევენციისათვის საჭირო ძირითადი თავდაცვითი საშუალებები და საინფორმაციო ფლაერები.

მის.: შოთა რუსთაველის გამზირი, მ/ს ,,რუსთაველი“-ს მიმდებარე ტერიტორია.

18 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტის გიორგი ჭაღიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: რას შეიძლება გამოეწვია აფეთქება დიდ დიღომში. რა ვითარებაა დედაქალაქში, რა მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელები. რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

18 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტის, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო სიმონიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: რას შეიძლება გამოეწვია აფეთქება დიდ დიღომში. რა ვითარებაა დედაქალაქში, რა მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელები. რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24.

18 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტში, “ევროპული საქართველოს” ფრაქციის ოთახში გიგი უგულავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: თბილისის სამშენებლო რეგულაციები.

18 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: დიდ დიღომში მომხდარი გაზის აფეთქება.

18 იანვარს, 12:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე წითელას თემაზე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

მის.: წერეთლის გამზ. #144, ჯანდაცვის სამინისტრო

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

18 იანვრს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

18 იანვარს, 12:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საზოგადოებასა და მედიას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებულ სამუშაოებსა და დაგეგმილ სიახლეებს გააცნობენ.

მის.: უზნაძის ქ. #52, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

18 იანვარს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის.: ინგოროყვას ქ. #7

18 იანვარს, 16:30 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აპარატის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნობს.

მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, 26 მაისის მოედანი.

საკონტაქტო პირი: თაკო მათეშვილი 598 15 65 73

18 იანვარს, 17.00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის წესი.

მის.: ი. აბაშიძის #34, საოფისე სივრცე "ტერმინალი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო