ავტობანზე ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მოძრაობა ნელი სვლით მიმდინარეობს. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

“ავარია ფიქსირდება სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, საბოლო ჯამში ოცზე მეტი ავტომობილია შეჯახებული. ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მოცურდა მანქანები. ამ ეტაპზე დაშავებულები არ არიან“, -აცხადებენ შს სამინისტროში.

სოფელ რენესთან სამი სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.