ფრაქციამ “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები” სემინარების ციკლის - “განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა“– ფარგლებში კვლევის პრეზენტაცია გამართა

ფრაქციამ “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები” სემინარების ციკლის - “განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა“– ფარგლებში კვლევის პრეზენტაცია გამართა თემაზე: საშუალო კლასი საქართველოში რაოდენობრივი შეფასება, დინამიკა და პროფილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სემინარში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა მიმართა. მისი განმარტებით, საშუალო კლასი ნებისმიერი სახელმწიფოს სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მისივე თქმით, საშუალო კლასის არსებობა, მისი სიდიდე და ხარისხობრივი მახასიათებლები განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ ვითარდება სახელმწიფო. გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ მძლავრი საშუალო კლასის გარეშე სახელმწიფოში ვერ ვითარდება დემოკრატია და, გარდა ეკონომიკური კრიზისებისა, ქვეყანა გამუდმებით დგას პოლიტიკური კრიზისების წინაშე.

„საშუალო კლასი, ერთი მხრივ, შედეგია გარკვეული განვითარების ტიპისა, ხოლო მეორე მხრივ, საშუალო კლასი არის განვითარების ისეთი ფორმის მამოძრავებელი, რომელიც მოიცავს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ინკლუზიური და პერსპექტიულია ანუ მუდმივად განვითარებადობის შესაძლებლობასაც ბადებს იმავდროულად“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი ინფორმაციით, დღეს ამ კლასის შემცირების ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა. მან დეტალურად ისაუბრა რეკომენდაციებზე, რომელიც ამ მიმართულებით საერთაშორისო სივრცეში არსებობს.

კვლევა, რომელიც აუდიტორიას ავტორებმა, ნოდარ კაპანაძემ და მერაბ კაკულიამ გააცნეს, ჩატარებულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ (რონდელის ფონდი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. მასში განხილულია საშუალო კლასის იდენტიფიკაციის კრიტერიუმები, მოცემულია საქართველოში საშუალო კლასის რაოდენობრივი შეფასება, შესწავლილია მისი სტრუქტურა და დინამიკა, დადგენილია საშუალო კლასს მიკუთვნებული შინამეურნეობების ზომა, მათი წევრების საშუალო ასაკი და განსახლება, გაანალიზებულია საშუალო კლასის შინამეურნეობების მიერ საკუთარი კეთილდღეობის შეფასება და მათი მოლოდინები.

პრეზენტაციის შემდეგ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა