ივანე ჩხაიძე - გუშინდელ ოპერაციაზე გამოვიყენეთ 420 მლ სისხლი, საუბარი რამე დეფიციტზე ქალაქში სისხლით მომარაგებასთან დაკავშირებით წარმოუდგენელია

ჩვენ ამ ბავშვთან ოპერაციული ჩარევისას გამოვიყენეთ 420 მლ სისხლი, საერთოდ საუბარი რამე დეფიციტზე ქალაქში სისხლით მომარაგებასთან დაკავშირებით წარმოუდგენელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია სისხლის ბანკის დღევანდელი განცხადება, რომ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულთა გადასარჩენად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დედაქალაქში სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია. ჩხეიძე აღნიშნულ განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს და ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას იზიარებს.

„ჩვენ ამ ბავშვთან გამოვიყენეთ ოპერაციული ჩარევისას 420 მლ სისხლი. საერთოდ საუბარი რამე პრობლემაზე, დაბრკოლებაზე, დეფიციტზე ქალაქში სისხლის მომარაგებასთან დაკავშირებით წარმოუდგენელია. იაშვილის კლინიკა, როდესაც რამდენიმე საოპერაციო მუშაობს, 10-ჯერ მეტი რაოდენობის სისხლს იყენებს და არასდროს ამის პრობლემა არ შეჰქმნია და საერთოდ წარმოუდგენელია საუბარი, რომ გუშინდელი აფეთქება შეიძლება დაკავშირებულიყო სისხლის დეფიციტთან. ეს განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის და სრულად ვიზიარებთ ბატონ დავით სერგეენკოს განცხადებას“, - აღნიშნა ივანე ჩხეიძემ.

როგორც დღეს „ინტერპრესნიუსს“ შპს „სისხლის ბანკის“ კლინიკის მენეჯერმა ეკა გუგეშაშვილმა განუცხადა, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა