Human Rights Watch - საქართველოში სამართალდამცველების დაუსჯელობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის კვლავ პრობლემად რჩება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სამართალდამცველების დაუსჯელობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის კვლავ პრობლემად რჩება.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოძიება ტარდება, ხშირად იმგვარი ბრალდებების წაყენება ხდება, რაც ნაკლები, არასათანადო სანქციების დაწესებას იწვევს და იშვიათად სრულდება განაჩენის გამოტანით. შესაბამისი უწყებები დაზარალებულებს უარს ეუბნებოდნენ მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე და საგამოძიებო დოკუმენტაციის გადახედვის საშუალებას არ აძლევდნენ”, - ნათქვამია ანგარიშში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სექტემბრისთვის სახალხო დამცველის აპარატმა 149 საჩივარი მიიღო ციხის პერსონალის ან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ. რვა საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას მიმართა გამოძიების დაწყების შუამდგომლობით, თუმცა არც ერთ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

თავის ანგარიშში ორგანიზაცია ახსენებს ივლისში პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება. “კანონი პროკურორს სამეთვალყურეო როლს ანიჭებს ამ ორგანოს გამოძიებებზე, მათ შორის უფლებას ანიჭებს, სავალდებულო მითითებები გასცეს ნებისმიერ საგამოძიებო პროცედურაზე ან შეცვალოს საგამოძიებო გადაწყვეტილებებო, რაც თავის მხრივ ეჭვის ქვეშ აყენებს ამ ორგანოს დამოუკიდებლობას”,- აღნიშნულია ანგარიშში.

მასში ასევე საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე. “მსხვერპლების ოჯახები აცხადებდნენ, რომ პროკურატურამ განზრახ დაფარა ან გააყალბა მტკიცებულება”, - ნათქვამია ანგარიშში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა