„ელ ჯგუფის“ დირექტორი დღეს გამოკითხვაზე მეორედ დაიბარეს

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორი დღეს მეორედ გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" კომპანიის დირექტორის გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა და გაუგებარია, რას უკავშირება ასეთი ინტენსივობით გამოკითხვაზე დაბარება.

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფმა“ ის საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა. ამ კომპანიის დირექტორი გიორგი ჭანტურია დღეს დიდ დიღომში პოლიციის მეოთხე განყოფილებაში რამდენიმესაათი იკითხებოდა. მან პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ კი აღნიშნა რომ სამწუხაროდ, პოლიცია არ მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეალურად მომხდარზე ბრალდებული პირი გამოიკვეთოს.

„გიორგი ჭანტურიას მიმართ ისეთი კითხვები დაისვა, რომ პოლიციის მიზანია, სამწუხაროდ, დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე. ძალიან ცუდია, როდესაც ბრალეულობა რა მიმართულებითაც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ მიმართულებით არ მიდის გამოძიება. “ყაზტრანსგაზს” ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა და ჩვენ მოსახლეობის სახელით მოვამზადებთ სარჩელს და მოვთხოვთ კომპანიას ზარალის ანაზღაურებას. გიორგი ჭანტურიას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, თუმცა, გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა ალექსანდე კობაიძემ დღეს გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

იხილეთ ვიდეო: "მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება, ამ შემთხვევაში ყაზტრანსგაზს" - ალექსანდრე კობაიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა