Human Rights Watch 2018 წლის ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch 2018 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლის დეკემბერში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება ენიჭება დამატებითი შემოსავალი მიიღოს კომერციული რეკლამის გაშვებით.

“კერძო ტელევიზიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ეს ნაბიჯი იმის გამო, რომ სახელმწიფოს დაფინანსების ქვეშ მყოფი ტელევიზიის შესვლა სარეკლამო ბაზარზე, რომელიც ისედაც მცირდება, საფრთხეს შეუქმნიდა უფრო მცირე, რეგიონულ მაუწყებლებს და ძირს გამოუთხრიდა მედია პლურალიზმს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

მასში ასევეა საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე. ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ არსებული დავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია და რომ ამ დავამ შეშფოთება გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მედიის საქმეებში ერევა.

ანგარიშის ავტორები ასევე ახსენებენ ტელეკომპანია “იბერიის” საქმეს, რომ გასული წლის ოქტომბერში არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა, რაშიც ხელისუფლება დაადანაშაულა. “ტელეკომპანიის მფლობელები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ცდილობდა დაეხურა კრიტიკულად განწყობილი მაუწყებელი არხის მფლობელისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის გზით და რომ საგადასახადო დავალიანების საკითხის გადასაჭრელად არხის მათთვის გადაცემას სთავაზობდნენ. ხელისუფლებამ ეს ბრალდებები უარყო”, - ნათქვამია ანგარიშში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო