„სისხლის ბანკის“ დირექტორი - ქვეყანაში რომ სისხლის კომპონენტების დეფიციტია, გუშინდელ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრეც განვაცხადეთ

ბავშვების ტრავმამ რა თქმა უნდა დეფიციტი არ გამოიწვია, მაგრამ ქვეყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი!, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს „სისხლს ბანკის“ დირექტორმა, დავით ლოლიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, განცხადება, რომ ქვეყანაში სისხლის კომპნენტების დეფიციტია, მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრეც გაკეთდა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა.

„სისხლის ბანკის“ დირექტორი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის მინისტრს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მათ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ უკვე მედიაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. ლოლიაშვილი მზად არის დაინტერესებულ პირებს, ასევე მედიას წარუდგინოს კონკრეტული ციფრები, თუ რამდენი სისხლია გახარჯული და რა რაოდენობის სისხლის მარაგია ამ ეტაპისთვის.

„გადაამოწმეთ არქივი და ნახავთ, რომ რამდენიმე მედიასაშუალებაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გამოვაცხადეთ, რომ ქვყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი. მე ვერ ვიგებ ეს გაღიზიანება რამ გამოიწვია. ბავშვების ტრავმამ, რა თქმა უნდა, დეფიციტი არ შექმნა. ჩვენ გვქონდა სისხლის კომპონენტები, მივაწოდეთ ყველას, მაგრამ განვაცხადეთ, რომ შეიძლება შეიქმნას დეფიციტი. ეს უბრალოდ დაემთხვა იმას, რომ გუშინ მოხდა უბედური შემთხვევა. ხალხნო, ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი ბინძურები ვიყოთ, რომ ვიღაცის გამო რაღაცას ვიყენებდეთ. ამას მოწმობს ის, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადებული გვქონდა მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე და არაერთ მედიასაშულებაში“, - განაცხადა დავით ლოლიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა