„ფეისბუქმა“ რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ კუთვნილი რამდენიმე ასეული გვერდი და ანგარიში გააუქმა

კომპანია „Facebook“-მა რამდენიმე ასეული ანგარიშისა და გვერდის გაუქმების შესახებ განაცხადა, რომლებიც საეჭვო ქმედებებში იყვნენ ეჭვმიტანალი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კომპანიის განცხადებით, ეს გვერდები, შესაძლოა, რუსეთთან და რუსულ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკთან“ იყვნენ დაკავშირებული.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ორი ოპერაცია, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობდა: პირველი ეხებოდა მთელ რიგ ქვეყნებს, მეორე კი - უკრაინას. ჩვენ ამ ოპერაციებს შორის რამე სახის კავშირი ვერ აღმოვაჩინეთ, მაგრამ მათში მსგავსი ტაქტიკა გამოიყენებოდა - ექაუნთების ქსელის შექმნა, რომელიც გაურკვევლობას ქმნიდა, თუ ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ“, - განაცხადა კომპანიამ.

კომპანიის განცხადების თანახმად, პირველი ოპერაცია ეხებოდა ბალტიის ქვეყნებს, ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას. მის აღსაკვეთად წაიშალა 364 გვერდი და ანგარიში „Facebook“-ში, რომლებიც პოზიციონირებდნენ, როგორც დამოუკიდებელი ახალი ამბების რესურსები. კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ეს გვერდები და ანგარიშები დაკავშირებული იყვნენ მოსკოვის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ თანამშრომლებთან. ასევე აღმოჩნდა, რომ ცალკეული გვერდები რეგულარულად აშუქებდნენ ნატოს მიმართ უკმაყოფილების თემებს, საპროტესტო მოძრაობებს.

მათივე ინფორმაციით, წაშლილ გევრდებს 790 ათასი ხელმომწერი ჰყავდათ, მათი რეკლამირებისთვის კი დახარჯული იყო 135 ათასი აშშ დოლარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა