ალეკო ელისაშვილი - მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ზედამხედველობის სამსახურს, ისე თბილისის მერიასა და მთავრობას

შენ ტუტუცო, პრემიერი რომ გქვია, დილიდან უნდა თათბირობდე, დაყენებული სახით კი არ უნდა დადიოდე პანაშვიდზე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ზედამხედველობის სამსახურს, ისე თბილისის მერიასა და საქართველოს მთავრობას, რომელიც პრევენციის მიზნით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

„ზედამხედველობის სამსახური რას აკეთებს, პირი რომ დაუღია?! დანჯღრეულია ეს ქალაქი და გვენგრევა ქვეყანა თავზე. პატარა ფანჯარა გამოჭერით სახლში, 50 მანქანა მოვა და იმხელა ჯარიმას გამოწერს, მთელი ცხოვრება რომ უნდა იხადო. ნებისმიერმა მოქალაქემ გაბედოს და ფანჯრის უჯრედი შეცვალოს, ტყავს გააძრობენ. ახლა ხვნეშის კალაძე, 10 ათასობით ადამიანი, დაუსრულებელ კორპუსში ცხოვრობს და რას აკეთებს მერე, რა ქუდების და კურტკების ცვლა აუტყდა?! ვირივით სამუშაოა გასაკეთებელი ამ ქალაქში, დანჯღრეულია ეს ქალაქი. ვინ აგო პასუხი „ვარკეთილის“ მეტროს ჩამოშლასთან დაკავშირებით?! მთავრობამ რა გააკეთა, გლოვის დღე გამოაცხადა და მთავრობის სხდომა არ გამართა. შენ ტუტუცო, პრემიერი რომ გქვია, დილიდან უნდა თათბირობდე, დაყენებული სახით კი არ უნდა დადიოდე პანაშვიდზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს