დონალდ ტრამპმა ე.წ.შათდაუნის გამო, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის შვიდდღიანი ტურნე ბრიუსელში, ეგვიპტეში და ავღანეთში გადადო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ე.წ. „შათდაუნის“ გამო აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოზის შვიდდღიანი ტურნე ბრიუსელში, ეგვიპტეში და ავღანეთში გადადო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, „დემოკრატმა“ ნენსი პელოზიმ დონალდ ტრამპს მოუწოდა აშშ-ს კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვა გადაედო, ვიდრე საბიუჯეტო კრიზისი არ გადაწყდება.

„ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ თქვენი მოგზაურობა ბრიუსელში, ეგვიპტეში და ავღანეთში გადავადებულია. ამ შვიდდღიანი ვიზიტისთვის სხვა დროს შევარჩევთ, როგორც კი „შათდაუნი“ დასრულდება. იმის ფონზე, რომ 800 000 ამერიკელი უხელფასოდ არის დარჩენილი, ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ამ ზომების მიღება სწორია. ასევე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება თუ ჩემთან მოლაპარაკებებს აწარმოებთ და კედლის მშენებლობის მოძრაობას შემოუერთდებით, რათა წერტილი დავუსვათ საბიუჯეტო კრიზისს. ამავდროულად, თუ თქვენ ამ ვოიაჟის განხორციელება კომერციული რეისით გსურთ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი პრეროგატივაა“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

შეგახსენებთ, რომ „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის“ შესახებ მიმართვით დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე 29 იანვარს უნდა წარსდგეს. ოთხშაბათს „დემოკრატების“ კონტროლის ქვეშ მყოფი წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოზიმ დონალდ ტრამპს მოუწოდა სხვა დროს გადაეტანა მისი მიმართვა ქვეყანაში არსებული საბიუჯეტო კრიზისის გამო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო