სერგო მეთოფიშვილი - რასაც ეკა გიგაური, სულხან სალაძესთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობს,  შეიძლება ეწოდოს - თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა

რასაც ბოლო დღეებში პოლიტიზირებული ეკა გიგაური, სულხან სალაძესთან, ასევე, რამდენიმე სხვა პოლიტიზირებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობს, ამას შეიძლება ეწოდოს - თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა! - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვული, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მოსამართლე მორიგი პოსტით ეხმაურება იმ განცხადებებს, რომელიც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიაზე და მოსამართლეთა არჩევის შესახებ გააკეთეს.

„იმ პოლიტიკოსებისათვის და ზოგიერთი პოლიტიზირებული NGO-ს გასაგონად, ვინც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მაბრალებს, რომ თითქოს მე როგორც მოსამართლე ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ(რაც არის სიცრუე!). კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებული ვარ დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინო სასამართლოს (მოსამართლეების) შეურაცხყოფასა და თავდასხმის ფაქტებზე, რასაც ვაკეთებ კიდეც. მათ შორის ამჟამადაც ამას ვაკეთებ, კერძოდ ვაფიქსირებ, რომ:

რასაც ბოლო დღეებში პოლიტიზირებული ეკა გიგაური, სულხან სალაძესთან, ასევე, რამოდენიმე სხვა პოლიტიზირებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობენ, ამას შეიძლება ეწოდოს - თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა!

დიახ, ზუსტად ეს არის როდესაც ისინი:

- ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანონის და კონსტიტუციის სრული დაცვით პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უკან გამოთხოვას!

- ითხოვენ განხორციელდეს წმენდა სასამართლოში და მოსამართლეები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს!

- ითხოვენ, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს!

- ითხოვენ კანონმდებლობის სრული დაცვით დაკომპლექტებული კონსტიტუციური ორგანოს, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას!

- ითხოვენ კონსტიტუციური ორგანოს, კარძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვას!

- და სხვა ანალოგიური, დიქტატორული, დისკრიმინაციული და უკანონო ხასიათის ქმედებების განხორციელებას ითხოვენ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი ბესელიას, მისი თანამოაზრე პოლიტიკოსების და ზოგიერთი პოლიტიზირებული NGO-ს მხრიდან სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ დაუბალანსებელი და შეურაცხმყოფელი ზღვარსგადასული კრიტიკული კომენტარების გამოხატვა არის უპასუხისმგებლო ქმედება, რომელიც სერიოზულ და სახიფათო პრობლემებს იწვევს, ვინაიდან გაუცნობიერებლად ან განზრახ აზიანებს სასამართლო ავტორიტეტს და უფრო დაბლა წევს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას.

ამასთან დაკავშირებით, მინდა მკაფიოდ და ცალსახად დავაფიქსირო, რომ მსგავსი ქცევა წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ასევე თავდასხმას ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე!

ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას!!!

P.S. საზოგადოებამ ადრე იხილა ქალბატონ გიგაურის “ფეიკ ნიუსები”, “ფეიკ ანგარიშები”, “ფეიკ ფარსები” სასამართლო სისტემის მიმართ,ა ხლა კი ქალბატონი გიგაური თავის “ფეიკ ფანტაზიებს” ავრცელებს“, - წერს სერგო მეთოფიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო