ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული პირების, გიორგი ადუაშვილისა და მისი მეგობრის, კონსტანტინე ჯორბენაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზე გაიმართება.

გიორგი ადუაშვილსა და კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

გიორგი ადუაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. კონსტანტინე ჯორბენაძეს კი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოს მათი პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართავს, რასაც დაცვის მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ადუაშვილი 2012 წელის 23 ნოემბერს მოკლული ანტონ ადუაშვილის შვილია, რომელიც თბილისში, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

რაც შეეხება გიორგი ადუაშვილს, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა.-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გ.ა. დააკავა. გ.ა საავადმყოფოშია მოთავსებული და სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

პოლიციამ დაკავებული გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

იხილეთ ვიდეო: სისხლიანი გარჩევა ვერაზე - ადუაშვილისთვის და ჯორბენაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო