კახა კალაძე - როგორც კი დიდ დიღომში დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები, დანგრეული შენობის აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ

როგორც კი დიდ დიღომში დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის თქმით, უამრავმა მოქალაქემ მიმართა მერიას იმ ადამიანების დახმარების თხოვნით, რომლებიც დაზარალდნენ. დედაქალაქის მერი ყველა მოქალაქეს მადლობას უხდის.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, თუმცა სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ. ამ ფაქტმა ნამდვილად მთელი საზოგადოება შეძრა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებული ადამიანების დახმარების სურვილი. 2 დღის განმავლობაში არ წყდება ზარები, შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს და მზადყოფნას დაეხმარონ დაზარალებულ ადამიანებს სხვადასხვა ფორმით, ზოგი საცხოვრებელი ფართით, ზოგი საკვებით და ა.შ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს სოლიდარობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სოლიდარობა. მინდა ასევე გადავუხადო მადლობა სასტუმროების - „შაინი“, „ტეხასი“, ასევე „რუსთაველი 36“-ის მფლობელებს, იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამ ადამიანებმა გამოიჩინეს. მათ ყოველგვარი გადასახადების გარშე განათავსეს დაზარალებული 75 ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: აფეთქებულ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დანგრეული შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა