კახა კალაძე - ვიდრე არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები ასეთ ტრაგედიაში ვინმესკენ თითს გაიშვერენ, ურჩევნიათ, კანონმდებლობას ჩახედონ

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ვიდრე არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები პოლიტიკური მოტივით სრულიად უაპელაციოდ და არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმესკენ, ურჩევნიათ, კანონმდებლობას ჩახედონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ცალკეული მედიასაშუალებები სრულიად უაპელაციოდ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს მომხდარი ტრაგედიის შეფასებისას, რაც მიუღებელი ფაქტია.

„საკითხში ცოტა გარკვეულ ადამიანებთან მაინც გაიარონ კონსულტაციები ან მოთმინება იქონიონ და დაელოდონ კონკრეტული უწყებების დასკვნებს. ასევე ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ეს ადამიანები, ზუსტად ისინი არიან ვინც მაგალითად, ვაკის პარკში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის უფლება გასცეს, ესენი არიან ის ადამიანები ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და გასცა სამშენებლო ნებართვა. ესენი არის ის ადამიანები, ვინც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-"ის წინ მოედანი გაასხვისა და მისცეს მშენებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი დედაქალაქის მომხიბვლელობა და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლებლობა. 20-25 წლის განმავლობაში მართლაც, ძალიან მძიმე შედეგი დადგა ქალაქში და ყველა ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ არავისთვის არის მისაღები ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. შესაბამისად მე, ამ პროცესში, ამ ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრებაში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი. მე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ მოვაგვაროთ ყველა ის აქტუალური პრობლემა და ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს თბილისსა და თბილისელებს. იცოდეთ, დაწრმუნებული იყავით იმაში, რომ თბილისის მერია და თითოეული თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არსებული სიტუაცია, რომელიც წლების განმავლობაში ფუჭდებოდა, გამოვასწოროთ, ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა