ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ, 02:00 საათზე მოხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„რვასართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე დაიწვა ერთი ოთახი, 20 კვ.მ. მეხანძრე-მაშველების დროულად და ოპერატიული რეაგირების შედეგად გადარჩენილ იქნა საცხოვრებელი ბინის დაახლობით 40- 50 კვ.მ. და არ მოხდა ხანძრის გავრცელება 3 ბინაზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა