საგარეო უწყება კენიაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საგარეო საქმეთა სამინისტრო კენიაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 15 იანვარს კენიის დედაქალაქ ნაირობის „დუსითის“ სასტუმრო კომპლექსზე „ალ-შაბაბის“ ტერორისტული დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 21 და დაიჭრა 28 ადამიანი.

საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს კენიის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს კენიის მთავრობას და კენიელ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა