ენერგოომბუდსმენის შეფასებით, თუ „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებმა საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინეს, ეს ან არაპროფესიონალიზმია, ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, თუ „ყაზტრანსგაზის" ორმა წარმომადგენელმა საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინა, აქ შეიძლება საქმე ორ შემთხვევასთან გვქონდეს - ეს ან არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობაა, ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განუცხადა.

"ყაზტრანსგაზმა" ძალიან კარგი კამპანია ჩაატარა, როდესაც უფასოდ სთავაზობდნენ მოსახლეობას შიდა ქსელების შემოწმებას. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ფაქტია, რომ იყო გამოძახება. მივიდა ორი პირი, თუმცა საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. მე მიჩნდება სუბიექტური აზრი, რომ საქმე გვაქვს ორ შემთხვევასთან. ეს არის - ან არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობა, ან გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება საქმიანობის მიმართ. თუ პროფესიონალი მიდის ადგილზე და გაზის სუნს ვერ გრძნობს, თუმცა ხალხი ამბობს, რომ გრძნობს სუნს, ის ადამიანი ამოწმებს გარე პერიმეტრს და ეჭვი არ უჩნდება, რომ შიგნით რაღაც ხდება და არ აძლევს მოსახლეობას რეკომენდაციას, დატოვონ შენობა, გააღონ ყველა სახლი, თუ ვერ უკავშირდები ყველა სახლის მეპატონეს, მაშინ ავტომატურად უნდა გამორთო კორპუსში შემავალი გაზის ჩამკეტი. კორპუსში ელექტროენერგიაც უნდა გაითიშოს. მე მაქვს შეკითხვები "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლობასთან და ველოდები მათგან ახსნა-განმარტებებს. ასევე დაველოდებით გამოძიების შედეგებს" ,- განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

იხილეთ ვიდეო: "თუ საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინეს, ეს ან არაპროფესიონალიზმია, ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება" - ენერგოომბუდსმენი VS "ყაზტრანსგაზი"

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს