კოლუმბიაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაშავებულია 68 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს პოლიციის აკადემიის გამშვებ პუნქტთან მანქანა შესამოწმებლად გააჩერეს, რის შემდეგაც მძღოლი პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც თავი აიფეთქა.

უკვე დადგენილია, რომ მძღოლი 57 წლის მამაკაცი, ხოსე ალდემარ როხასი იყო. წინასწარი მონაცემებით, ის წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი. ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის მოტივები.

ინციდენტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ექსტრემისტურ დაჯგუფებას არ აუღია. კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა