რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უარყოფს ინფორმაციას, რომ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქება „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა

რუსეთში, ქალაქ მაგნიტოგორსკში 31 დეკემბერს საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია SITE Intelligence Group ავრცელებს, რომელიც ინტერნეტში ექსტრემისტების მონიტორინგს ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების ძირითად ვერსიად გაზის გაჟონვას ასახელებდნენ.

აღნიშნულს დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ გამომძიებლებს ადგილზე ასაფეთქებელის კვალი არ აღმოუჩენიათ და რომ გაზის გაჟონვის ვერსია პრიორიტეტულად რჩება.

„ჟურნალისტებს ვურჩევ ნუ ენდობიან ტერორისტული ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, ყოველთვის იბრალებენ რეზონანსული შემთხვევების განხორციელებას“, - განაცხადა მან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა