ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ ან რაიმე ისწავლა ან რაღაცნაირად გაიზარდა, თუმცა, მსგავსი არაფერი  მომხდარა

იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ ან რაიმე ისწავლა, ან რაიმე წაიკითხა, ან დასკვნები გამოიტანა ან რაღაცნაირად გაიზარდა, თუმცა როგორც ჩანს, მსგავსი არაფერი მომხდარა, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებას „ნულოვან ტოლერანტობასთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, ბოკერია ჩავარდნილია თავისი ზეობის ხანაში, როდესაც ძალაუფლების ბერკეტები ჰქონდა.

„ნულოვანი ტოლერანტობა“ არ მუშაობს არც თეორიაში და არც პრაქტიკაში. ის, რომ „ქართული ოცნება“ უნიათოა, არ ნიშნავს, რომ უნდა დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, რომელმაც ათასობით ადამიანი დააზარალა. ჩვენი ვიცით ნულოვანმა ტოლერანტობამ რა ფსიქოლოგიური ტრავმები და დაავადებები მოუტანა ადამიანებს და რამდენი ოჯახის ცხოვრება დაანგრია. მე მეგონა, რომ გიგა ბოკერიამ ამ ყველაფრიდან გამოიტანა რაიმე დასკვნა, ან რამეს გაეცნო, ან პრაქტიკაში დაინახა რა შედეგებსაც დღეს ვიმკით. „ქართული ოცნების“ უნიათობა არ ნიშნავს, რომ მტვერდადებული და წარუმატებელი იდეები უნდა გავაცოცხლოთ წარსულიდან“, - განაცხადა დოლიძემ.

„ნულოვანი ტოლერანტობა“ დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო, რათა სწორად მოხდეს პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის შეფასება.

„იმის განსასაზღვრად, ვინ არის კრიმინალი და ვინ არა, საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო. პროკურატურას ყველა ქვეყანაში აქვს ამოცანა, თუ ის სწორად მუშაობს, სადაც ეჭვი აქვს დასაჯოს. „ნულოვანი ტოლერანტობა“ დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა