დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულებს  8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ღამის კლუბებში „ბასიანი“ და „მტკვარზე“გასაღებისთვის ბრალდებულები თ.ჩ.და გ.მ. დამნაშავედ სცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ჩ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ტაბლეტები, საიდანაც ნაწილი 2018 წლის 28 აპრილს, თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე, ხოლო ნაწილი ასევე უკანონოდ, იმავე მოქალაქეზე ქ. თბილისში, დიღმის მასივის ტერიტორიაზე გაასაღა.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თ.ჩ. ქ.თბილისში, 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ქვეპუნქტით და ორ ეპიზოდში 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული თ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ.მ.- ს ბრალდების საქმეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი ტაბლეტები 2018 წლის 5 მაისს, თბილისში მდებარე ღამის კლუბში „მტკვარზე“ უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. სამართალდამცველებმა გ.მ. 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.მ. ასევე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს