მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება.

როგორც ბატიაშვილი განმარტავს, ახალი ქალაქი, უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნო პარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.

მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან ერთად „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობის დაწყებას დღეს საფუძველი კაფსულის ჩადებით ჩაუყარა, განაცხადა, რომ ახალი საგანამანათლებლო ქალაქი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია, რომელიც ყველა - სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ, უმაღლესი განათლების და მეცნიერების საფეხურს მოიცავს.

„კომპლექსის მშენებლობა დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ-ზე, 129778,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაიწყება და პირველ ეტაპზე, ტენდერს პროექტირებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გამოაცხადებს, რის შემდეგაც ტენდერი, მშენებლობაზე გამოცხადდება“, - განმარტავენ განათლების სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო