მიხეილ ბატიაშვილი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ გახდება მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში ჩვენს ქვეყანაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ-ზე აშენდება.

როგორც კაფსულის ჩაგდების ცერემონიზე მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში გახდება, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზნებს სრულად მოემსახურება.

მიხეილ ბატიაშვილის თქმითვე, სწორედ რეფორმის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად, მათ შორის განათლების კლასტერების განვითარებისთვის, აუცილებელია ისეთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის არსებობა, რომელიც ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გაზიარების ჰაბი იქნება.

ახალი საგანამანათლებლო ქალაქის მშენებლობა განათლების სისტემის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო